თავში

76 წლის როდ სტიუარტი და მისი ვაჟი წვეულებაზე შეპარვისთვის გაასამართლეს

76 წლის როდ სტიუარტი და მისი ვაჟი წვეულებაზე შეპარვისთვის გაასამართლეს
76 წლის როდ სტიუარტი და მისი ვაჟი წვეულებაზე შეპარვისთვის გაასამართლეს

სერ როდ სტიუარტი და მისი შვილი დამნაშავედ ცნეს ფლორიდას სასტუმროში მომხდარი ინციდენტის გამო. საქმე 2019 წელს მომხდარ წინასაახალწლო წვეულებას ეხება, სადაც მათ დასწრებაზე უარი განუცხადეს.  

როგორც პოლიციის ანგარიშიდან ირკვევა, ცნობილმა ვარსკვლავმა და მისმა შვილმა დაცვის თანამშრომლებს შორის გაძრომა სცადეს და ერთ-ერთ მათგანს მკერდშიც ძლიერად დაარტყეს. 

სასამართლომ 76 წლის მომღერალი და 41 წლის ვაჟი მსუბუქი სასჯელით დასაჯა, რაც გულისხმობს, რომ ისინი ან პატიმრობაში გადავლენ, ჯარიმას გადაიხდიან ან გამოსასწორებელ სამუშაოს დათანხმდებიან. 

მოსამართლის გადაწყვეტილებით, მამა-შვილს ნასამართლობა ოფიციალურად არ გაუფორმდებათ.  ადვოკატი ამბობს, რომ საქმეს დაზარალებული არ ჰყავს და ინციდენტს არც საზოგადოებრივი წესრიგისთვის შეუქმნია საფრთხე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system