თავში

8 ივლისი: COVID-19-ის ახალი შემთხვევები მსოფლიოში

​8 ივლისი: COVID-19-ის ახალი შემთხვევები მსოფლიოში
8 ივლისი: COVID-19-ის ახალი შემთხვევები მსოფლიოში

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ჯამში 11,892,382-ს შეადგენს. COVID-19-ს 545,485 ადამიანი ემსხვერპლა.

ჩინეთში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან 6 ასიმპტომური მატარებელია. ჯამში COVID-19-ის 83 572 შემთხვევა გამოვლინდა, დაავადებას 4,634 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 84 ათასამდე პაციენტი.

ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების 1 668 589 შემთხვევა ფიქსირდება, COVID-19-ს 66 741 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო დღე-ღამეში COVID-19-ის 45 305 შემთხვევა დადასტურდა, 1 254 ადამიანი გარდაიცვალა. 976 977 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გერმანიაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 197 341-მდე გაიზარდა, 9036 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო დღე-ღამეში ინფიცირების 397 შემთხვევა გამოვლინდა, 12 პაციენტი გარდაიცვალა. 183,1 ათასამდე ადამიანი გამოჯანმრთელდა.

მექსიკაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 32 014-ს მიაღწია. გასულ დღე-ღამეში 895 ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსი უკვე 268 008 ადამიანს დაუდასტურდა. 6258 ადამიანს ვირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში დაუდასტურდა. 160 ათასამდე ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ინდოეთში ახალი კორონავირუსის 22,7 ათასი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში COVID-19 სულ 742 417 ადამიანს დაუდასტურდა. 20 642 პაციენტი გარდაიცვალა, 482 გასულ 24 საათში. 456 830 გამოჯანმრთელდა.

უკრაინაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 50 414-მდე გაიზარდა. გასულ დღე-ღამეში 807 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსს 1306 პაციენტი ემსხვერპლა, აქედან 23 - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში. 23 119 პირი გამოჯანმრთელდა.

სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 535 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 29 820-ს მიაღწია. კორონავირუსით ინფექციის გავრცელებიდან დღემდე 521 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 18 გასული დღე-ღამის განმავლობაში. ამას გარდა, გარდაცვლილია 164 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება. 17 427 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რუსეთში COVID-19-ით ერთ დღეში 6 562 ადამიანი დაინფიცირდა და 700 792-ს მიაღწია. გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალ კორონავირუსს კიდევ 173 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 10 667-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 472 511 ადამიანი.

ირანში ბოლო 24 საათში COVID-19-ით 153 ადამიანი გარდაიცვალა. ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2691-ით გაიზარდა. ახალი კორონავირუსის ინფექცია სულ 248 379 ადამიანს დაუდგინეს. გარდაცვლილია 12 084 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 209 463-მდე გაიზარდა.

აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 60 021 ადამიანს დაუდასტურდა, 1195 ადამიანი კი გარდაიცვალა. ჯამში ქვეყანაში რეგისტრირებულია COVID-19-ის 2 996 098 შემთხვევა. ვირუსს 131 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 936 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა.

აფრიკის სახელმწიფოებში ამ დროისთვის COVID-19-ით ინფიცირების 507 187 შემთხვევაა დადასტურებული. 11 959 ადამიანი გარდაიცვალა.

ბელარუსში კორონავირუსით ინფიცირების საერთო რაოდენობამ 64 224-ს მიაღწია. ჯამში გარდაიცვალა 443 პაციენტი. ბოლო დღე-ღამეში ინფიცირების 221 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი. გასული 24 საათის განმავლობაში 7 ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსისგან სულ 52 854 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 542 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 21 916-მდე გაიზარდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 274 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 13 100 პაციენტი. ხოლო 8 542 პირი ამ დრომდე მკურნალობს.

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გასული დღე-ღამის განმავლობაში 1,041 ადამიანი დაინფიცირდა. COVID-19-ით დაღუპულთა რაოდენობა 22-ით გაიზარდა. ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსი 208,938 ადამიანს დაუდასტურდა. დაავადებამ სულ 5,282 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 187,511-ს აღწევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system