თავში

9 ივლისი: COVID-19-ის ახალი შემთხვევები მსოფლიოში - განახლებულია

9 ივლისი: COVID-19-ის ახალი შემთხვევები მსოფლიოში
9 ივლისი: COVID-19-ის ახალი შემთხვევები მსოფლიოში - განახლებულია

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ჯამში 12,107,985-ს შეადგენს. COVID-19-ს 550,901 ადამიანი ემსხვერპლა.

ჩინეთში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 6 ასიმპტომური მატარებელია. ჯამში COVID-19-ის 83 581 შემთხვევა გამოვლინდა, დაავადებას 4,634 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 85 ათასამდე პაციენტი.

ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების 1 713 160 შემთხვევა ფიქსირდება, COVID-19-ს 67 964 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო დღე-ღამეში COVID-19-ის 44 571 შემთხვევა დადასტურდა, 1223 ადამიანი გარდაიცვალა. 1 020 901 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გერმანიაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 197 783-მდე გაიზარდა, 9048 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო დღე-ღამეში ინფიცირების 442 შემთხვევა გამოვლინდა, 12 პაციენტი გარდაიცვალა. 183,1 ათასამდე ადამიანი გამოჯანმრთელდა.

მექსიკაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 32 796-ს მიაღწია. გასულ დღე-ღამეში 782 ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსი უკვე 275 003 ადამიანს დაუდასტურდა. 6258 ადამიანს ვირუსი ბოლო 24 საათის განმავლობაში დაუდასტურდა. 160 ათასზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ინდოეთში ახალი კორონავირუსის 24,8 ათასი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში COVID-19 სულ 767 296 ადამიანს დაუდასტურდა. 21 129 პაციენტი გარდაიცვალა, 487 გასულ 24 საათში. 476 377 გამოჯანმრთელდა.

უკრაინაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 51 224-მდე გაიზარდა. გასულ დღე-ღამეში 810 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსს 1327 პაციენტი ემსხვერპლა, აქედან 21 - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში. 23 784 პირი გამოჯანმრთელდა.

სომხეთში ახალი კორონავირუსი ბოლო 24 საათში 526 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 30 346-ს მიაღწია. კორონავირუსით ინფექციის გავრცელებიდან დღემდე 535 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 14 გასული დღე-ღამის განმავლობაში. ამას გარდა, გარდაცვლილია 170 ინფიცირებული, თუმცა მათი გარდაცვალების მიზეზად სხვა დაავადებები სახელდება. 18 000 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

რუსეთში COVID-19-ით ერთ დღეში 6 509 ადამიანი დაინფიცირდა და 707 301-ს მიაღწია. გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალ კორონავირუსს კიდევ 176 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 10 843-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 481 316 ადამიანი.

ირანში ბოლო 24 საათში COVID-19-ით 221 ადამიანი გარდაიცვალა. ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2 079-ით გაიზარდა. ახალი კორონავირუსის ინფექცია სულ 250 458 ადამიანს დაუდგინეს. გარდაცვლილია 12 305 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 212 176-მდე გაიზარდა.

აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 58 601 ადამიანს დაუდასტურდა, 820 ადამიანი კი გარდაიცვალა. ჯამში ქვეყანაში რეგისტრირებულია COVID-19-ის 3 055 144 შემთხვევა. ვირუსს 132 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 953 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა.

აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 548 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 22 464-მდე გაიზარდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ის შედეგად სულ გარდაიცვალა 284 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 13 591 პაციენტი. ხოლო 8 589 პირი ამ დრომდე მკურნალობს.

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გასული დღე-ღამის განმავლობაში 1,024 ადამიანი დაინფიცირდა. COVID-19-ით დაღუპულთა რაოდენობა 18-ით გაიზარდა. ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსი 209,962 ადამიანს დაუდასტურდა. დაავადებამ სულ 5,300 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 190,390-ს აღწევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system