თავში

92 წლის ქალის ცხედარს შვილი კარადაში ინახავდა - PHOTO

92 წლის ქალის ცხედარს შვილი კარადაში ინახავდა
92 წლის ქალის ცხედარს შვილი კარადაში ინახავდა - PHOTO

საბერძნეთში, კალითეას რეგიონში 92 წლის ქალის ცხედარს, 58 წლის შვილი  ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინის კარადაში ინახავდა.

გამომძიებლების ინფორმაციით, 92 წლის ქალი სამი კვირის გარდაცვლილია. ტრაგიკული ინციდენტის შემდეგ, ადგილობრივი პროკურორის ბრძანებით 58 წლის ქალი ფსიქიატრიულში გადაიყვანეს.

მეზობლები ამბობენ, რომ 58 წლის ქალზე მამა ბავშვობიდან ფიზიკურად და სექსუალურად ძალადობდა, დედა კი ამ დროს მის დასახმარებლად არაფერს აკეთებდა.

ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, ქალი ოჯახურ ძალადობას მოშორდა და საცხოვრებლად როდოსში გადავიდა.  ათენში ის მხოლოდ მაშინ დაბრუნდა, როცა შეატყობინეს, რომ მამამისი გარდაიცვალა. მეზობლების თქმით,  დედა-შვილი ხშირად კამათობდა.  შვილი მოხუცს სახლიდანაც  აგდებდა ხოლმე.

58 წლის ქალმა პოლიციას განუცხადა, რომ მისი 92 წლის დედა 7 ივლისს ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. მან დედის სიკვდილის შესახებ არავის აცნობა, რადგან მისი დაკრძალვის თანხები არ ჰქონდა და ამიტომ გადაწყვიტა ცხედარი კარადაში შეენახა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system