თავში

95 წლის კაცი აშშ-ში ყველაზე ასაკოვანი დონორი გახდა

95 წლის კაცი აშშ-ში ყველაზე ასაკოვანი დონორი გახდა
95 წლის კაცი აშშ-ში ყველაზე ასაკოვანი დონორი გახდა

მეორე მსოფლიო ომის ამერიკელი ვეტერანი, 95 წლის სესილ ლოქჰართი ქვეყნის ისტორიაში შევიდა, როგორც ორგანოების უხუცესი დონორი. მისი ღვიძლი ქალს გადაუნერგეს და ის ახლა გამოჯანმრთელების პროცესშია. გადანერგვის პროცესს ორგანოების აღდგენისა და განათლების ცენტრი ხელმძღვანელობდა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ლოქჰართი 4 მაისს გარდაიცვალა. ვეტერანმა ისურვა, რომ მისი ორგანოები სხვა ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად გამოეყენებინათ. მანამდე აშშ-ის ყველაზე უხუცესი დონორი 93 წლის იყო.

ცენტრში აცხადებენ, რომ ბოლო 40 წლის განმავლობაში მათი დახმარებით 6000 ადამიანმა საკუთარი ორგანოების გაღებით შეძლეს 15 000-მდე ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადარჩენა.

ოჯახის განცხადებით, სესილ ლოქჰართმა ორგანოების დონორობა საკუთარი შვილის მაგალითზე გადაწყვიტა. მისი ვაჟი 2010 წელს გარდაიცვალა და მის მიერ გაღებული დონაციით 75 ადამიანი გამოაჯანმრთელეს, ხოლო ორს, თვალის რქოვანას გადანერგვით მხედველობა დაუბრუნეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system