თავში

შრი-ლანკაში რადიკალური მუსულმანური დაჯგუფებები აკრძალეს

შრი-ლანკაში რადიკალური მუსულმანური დაჯგუფებები აკრძალეს
შრი-ლანკაში რადიკალური მუსულმანური დაჯგუფებები აკრძალეს

შრი-ლანკაში, 2019 წლის სააღდგომო კვირას განხორციელებული ტერორისტული თავდასხმების 2 წლისთავამდე, მუსულმანური 11 ორგანიზაცია აკრძალეს. მათ შორისაა ISIS და ალ-ქაედა. ამის შესახებ ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.

პრეზიდენტ გოტაბაია რაჯაფაქსას განცხადებით,  ყველას, ვინც ამ ჯგუფებთან არის დაკავშირებული, 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

შეგახსენებთ, რომ შრი ლანკაში კათოლიკური აღდგომის დღესასწაულზე სასტუმროებსა და ეკლესიებში 8 აფეთქება მოხდა. დაიღუპა 279 ადამიანი, ხოლო დაშავებულთა რიცხვმა 500-ს გადააჭარბა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system