თავში

ადამიანების გადაბირების ბრალდებით 4 ტაჯიკი დააკავეს

​ადამიანების გადაბირების ბრალდებით 4 ტაჯიკი დააკავეს
ადამიანების გადაბირების ბრალდებით 4 ტაჯიკი დააკავეს

პოლონეთში სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა 4 ტაჯიკი დააკავეს, რომლებიც ადამიანების გადაბირებას და მომავალში მათ ტერორისტულ ოპერაციებში გამოყენებას გეგმავდნენ.

სპეცსამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, დაკავებულების დეპორტაცია ტაჯიკეთში მოხდება. მომავალში მათ შენგენის ზონის ნებისმიერ ქვეყანაში შესვლა აეკრძალებათ.

დაკავებულები ისლამური სახელმწიფოს იდეებს ქადაგებდნენ, თუმცა ამ ორგანიზაციის წევრები არ იყვნენ.

აპრილში სპეცსამსახურებმა ლიბანის მოქალაქე დააკავეს, რომელიც პოლონეთსა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში ისლამური ქსელის შექმნას გეგმავდა.

2019 წელს პოლონეთის უშიშროების სამსახურმა ორი რადიკალი დააკავა, რომლებიც მუსულმანებზე თავდასხმას გეგმავდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system