თავში

ადამიანს სინამდვილეში ექვსი სქესი აქვს - კანონმდებელი ტეხასიდან - VIDEO

​ადამიანს სინამდვილეში ექვსი სქესი აქვს - კანონმდებელი ტეხასიდან
ადამიანს სინამდვილეში ექვსი სქესი აქვს - კანონმდებელი ტეხასიდან - VIDEO
© Twitter

კანონმდებელმა-დემოკრატმა ტეხასიდან მოსმენების დროს განაცხადა, რომ ადამიანს 2 სქესი კი არ აქვს, როგორც ეს ითვლება, არამედ 6. ამის შესახებ New York Post წერს. 

ამ განცხადებამ სოციალურ ქსელებში ცხარე დებატები გამოწვია. 

ინგლისური ენის ყოფილმა პედაგოგმა, შტატის წარმომადგენელმა ჯეიმს ტალარიკომ განათლების სახელმწიფო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა აკრძალვაზე, რომელიც ტრანსგენდერებს გოგონების სასკოლო სპორტის სახეობებში მონაწილეობას უზღუდავს.

"კანონპროექტი, როგორც ჩანს, თვლის, რომ სქესი მხოლოდ ორია. თანამედროვე მეცნიერება კი აღიარებს, რომ არსებობს უფრო მეტი, ვიდრე ორი ბიოლოგიური სქესი", - განაცხადა ტალარიკომ.

მისი თქმით, არსებობს "ექვსი ნამდვილად საერთო ბიოლოგიური სქესი, რომელიც X და Y ქრომოსომაზეა დაფუზნებული: არა მხოლოდ XX (ქალის) და XY (მამაკაცის), არამედ ცალკეული X, XXY, XYY და XXXY.

წინააღმდეგობა მას Save Women's Sports-ის პრეზიდენტმა, ბეტ შტელცერმა გაუწია, რომელმაც განაცხადა, რომ არსებობს მხოლოდ ორი დიმორფული სქესი XX, XY, სხვა ყველა დანარჩენი კი XX და XY ქრომოსომების ვარიანტებია, ანუ მამაკაცისა და ქალის სქესის აშლილობები. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system