თავში

ადელი ქმარს ოფიციალურად გაშორდა

ადელი ქმარს ოფიციალურად გაშორდა
ადელი ქმარს ოფიციალურად გაშორდა

ბრიტანელი მომღერალი ადელი ქმარს, საიმონ კონეკის ოფიციალურად გაშორდა. ამის შესახებ Us Weekly წყაროზე დაყრდნობით წერს.

აღსანიშნავია, რომ ლოს ანჯელესის სასამართლომ ადელს ქმართან გაყრის უფლება ჯერ კიდევ იანვარში მისცა.

32 წლის მომღერალი ქმართან ურთიერთობის ოფიციალურად დასრულებისთვის ორი წელი იბრძოდა. წყვილს შორის მოლაპარაკებები მედიატორების მეშვეობით მიმდინარეობდა. პროცესი ქონების გაყოფის გამო გაჭიანურდა. 

ადელის ყოფილი ქმარი მასზე 14 წლით უფროსია, 46 წლის კონეკი მეწარმე და ქველმოქმედია. 

წყვილმა ურთიერთობა 2011 წელს დაიწყო. მათ ერთი ვაჟი ანჯელო 2012 წელს შეეძინათ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system