თავში

აფრიკაში 30 ადამიანს პოლიციასთან შეტაკების გამო სიკვდილით დასჯიან

​აფრიკაში 30 ადამიანს პოლიციასთან შეტაკების გამო სიკვდილით დასჯიან
აფრიკაში 30 ადამიანს პოლიციასთან შეტაკების გამო სიკვდილით დასჯიან

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 30 ადამიანს პოლიციასთან შეტაკების გამო სიკვდილით დასჯიან. ინფორმაციას ამის შესახებ France24 ავრცელებს.

შეტაკებები ქვეყნის დედაქალაქში, კინშასაში მოხდა. ინციდენტის შედეგად პოლიციელი დაიღუპა.

ორი დაპირისპირებაში მყოფი მუსულმანური დაჯგუფება სპორტულ სტადიონზე რამადანის დასრულების აღნიშვნის უფლებას ითხოვდნენ, რაც პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. ინციდენტის შედეგად პოლიციის 47 თანამშრომელი დაშავდა, აქედან 9 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. გარდაიცვალა ერთი პოლიციელი.

საქმეზე 35 ადამიანი იყო დაკავებული.

ამასთან, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკაში სასიკვდილო განაჩენის აღსრულება არ ხდება, რადგან 2003 წლიდან ქვეყანაში სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი მოქმედებს. ასეთი განაჩენები უვადო პატიმრობით შეიცვალა.

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მოსახლეობის 10 პროცენტი მუსლიმია. ქვეყნის მუსულმანების უმეტესობა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ცხოვრობს. ამასთან, თემი ორ, ურთიერთდაპირისპირებულ ფრაქციად გაიყო, რომლებიც ოფიციალური წარმომადგენლობის სტატუსისთვის ექიშპება ერთმანეთს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system