თავში

"აფრობიტის" გამომგონებელი ტონი ალენი გარდაიცვალა

"აფრობიტის" გამომგონებელი ტონი ალენი გარდაიცვალა
აფრობიტის გამომგონებელი ტონი ალენი გარდაიცვალა

"აფრობიტის" ერთ-ერთი შემქმნელი ტონი ალენი პარიზში, აორტის ანევრიზმის შედეგად 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

ტონი ალენი დრამზე 18 წლის ასაკიდან  უკრავდა. 1969 წელს იგი აფრობიტის სულის ჩამდგმელს, ფელა კუტის შეხვდა და მასთან ერთად 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა. თავად ფელა კუტი და სხვა მუსიკოსები აღიარებენ, რომ ტონი ალენი "აფრობიტის" ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა.

მშობლიურ ნიგერიაში ტონის მუსიკის პოლიტიზირების გამო მრავალი პრობლემა შეექმნა, რის გამოც საცხოვრებლად პარიზში გადავიდა. 

2020 წლის მარტის ბოლოს მისი უახლესი სინგლი “Rejoice” გამოვიდა, რომელიც სამხრეთ-აფრიკელ ჰიუ მასაკელასთან ერთად ჩაწერა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system