თავში

აღარ მინდა რამის დირექტორი ვიყო - ილონ მასკი

აღარ მინდა რამის დირექტორი ვიყო - ილონ მასკი
აღარ მინდა რამის დირექტორი ვიყო - ილონ მასკი

BBC წერს, რომ Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი აცხადებს, რომ აღარ უნდა, ეს პოზიცია სადმე ეკავოს.

მასკმა ამით BBC-ს ჟურნალისტის კითხვას უპასუხა.

"Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორზე ახალი წიგნი გამოდის. ერთ-ერთი ისტორია 2016 წელს მომხდარ ამბავს უკავშირდება - როდესაც Tesla-ს პრობლემები შეექმნა, მასკი დაუკავშირდა Apple-ის წარმომადგენელს, ტიმ კუკს, რომელსაც, მისი აზრით, კომპანიის ყიდვა შეეძლო. ისტორიის მიხედვით, ილონ მასკმა დაიჟინა, რომ, ამ შემთხვევაში, Apple-ის აღმასრულებელ დირექტორად უნდა დანიშნულიყო. არის თუ არა ეს სიმართლე, Twitter-ზე, ილონ მასკს ვკითხე“, - წერს BBC-ს ჟურნალისტი.

მასკმა უპასუხა: „კუკსა და მე არასდროს გვქონია ერთმანეთთან საუბარი ან მიმოწერა. იყო შემთხვევა, როცა მქონდა შეთავაზება, შევხვედროდით და Apple-ის მიერ Tesla-ს ყიდვაზე გვესაუბრა, თუმცა, არ ყოფილა შესყიდვის რაიმე სახის პირობა. მან შეხვედრაზე უარი თქვა, მაშინ Tesla-ს მთლიანი ღირებულება დღევანდელი ფასის მხოლოდ 6% იყო.", - აღნიშნა მასკმა.

მომდევნო Twit-ში კი მასკმა დაწერა: "არაფრის აღმასრულებელი დირექტორობა აღარ მინდა".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system