თავში

აღმოსავლეთ ევროპაში COVID-19-ით 1 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა

​აღმოსავლეთ ევროპაში COVID-19-ით 1 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა
აღმოსავლეთ ევროპაში COVID-19-ით 1 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა

აღმოსავლეთ ევროპაში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 1 მილიონს გადააჭარბა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 30 დეკემბრის მდგომარეობით, აღმოსავლეთ ევროპაში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 1 045 454-ს მიაღწია, ხოლო მთლიანად ევროპაში - 1 873 253-ს. ამასთან, ევროპის მოსახლეობის 39% აღმოსავლეთ ევროპაში ცხოვრობს.

რეგიონი მოიცავს ევროპის იმ ხუთი ქვეყნიდან სამს, რომლებიც დღეში ყველაზე მეტ სიკვდილიანობას აფიქსირებენ - რუსეთი, პოლონეთი და უკრაინა. რუსეთი დაღუპულთა რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. კერძოდ, ნოემბერში, ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსით 87 527 ადამიანი გარდაიცვალა.

ამავდროულად, რეგიონში ვაქცინაციის მაჩვენებლების მიხედვით ლიდერები არიან ჩეხეთი და უნგრეთი, სადაც მოსახლეობის დაახლოებით 64%-ს, კორონავირუსის საწინააღმდეგო სულ მცირე, ერთი აცრა აქვს გაკეთებული.


31 დეკემბრის დილის მდგომარეობით მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 286 891 784 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 5 446 315 ადამიანი გარდაიცვალა, 253 187 640 გამოჯანმრთელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system