თავში

ახალ ზელანდიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად მე-6 ადამიანი დაიღუპა

ახალ ზელანდიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად მე-6 ადამიანი დაიღუპა
ახალ ზელანდიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად მე-6 ადამიანი დაიღუპა

ახალ ზელანდიაში, თეთრ კუნძულზე (White Island) მოქმედი ვულკანის, ვჰაკარის გააქტიურებისა და ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, 6 ადამიანი დაიღუპა, 8 უგზო-უკვლოდაა დაკარგული.

ახალი ზელანდიის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, პიტ უოტსონის თქმით, დაშავებულთა უმეტესობას მძიმე ტრავმები აქვს. 31-დან 27-მა სხეულის ზედაპირის 30%-ზე მეტის დამწვრობა მიიღო. რამდენიმე ადამიანის მდგომარეობა უმძიმესია.

ფილიპინების სანაპიროზე, ფლენთის ყურეში, ვულკანის გააქტიურება 9 დეკემბერს, დღის 2:11 სთ-ზე მოხდა. ლავა და ფერფლი 12000 ფუტის სიმაღლეზე აღწევდა.

ვჰაკარი ადგილობრივების ენაზე ძლიერსა და სახიფათოს ნიშნავს - „ის, ვისაც შეუძლია, საკუთარი ძალა გაჩვენოს“ .

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system