
მყვინთავებმა კუნძულ უაიტ-აილენდზე ვულკანის ამოფრქვევისას გარდაცვლილი ორი ადამიანის ძებნა შეწყვიტეს. ამის შესახებ ახალი ზელანდიის პოლიციაში განაცხადეს
გამოცემის ინფორმაციით, 17 წლის ვაინონა ჯეინ ლენგფორდის და 40 წლის ჰეიდენ ბრაია მარშალ-ინმანის ცხედრები სავარაუდოდ ოკეანეშია, თუმცა ხანგრძლივი ძებნის მიუხედავად, მაშველებმა მათი კვალი ვერ აღმოაჩინეს და სამძებრო ოპერაცია შეწყვიტეს.
ვულკანი ახალი ზელანდიის „თეთრ კუნძულზე“ 9 დეკემბერს გააქტიურდა. ვულკანოლოგების ცნობით, განმეორებითი ამოფრქვევის რისკი ისევ არის.