თავში

"ახალგაზრდა ვალანდერის" თრეილერი გამოვიდა

​"ახალგაზრდა ვალანდერის" თრეილერი გამოვიდა
ახალგაზრდა ვალანდერის თრეილერი გამოვიდა

სტრიმინგ-სერვისმა "Netflix" სერიალ "ახალგაზრდა ვალანდერის" თრეილერი გამოაქვეყნა. სიუჟეტი შვედი მწერლის, ჰენინგ მანკელის რომანების ციკლზეა დაფუძნებული. წიგნებში დეტექტივ კურტ ვალანდერის ცხოვრებაა აღწერილი.

ამასთან, სერიალის შემქმნელები ამბობენ, რომ ეს ეკრანიზაცია არ იქნება. სერიალის ნაწარმოების მხოლოდ მოტივებზეა აგებული.

სერიალში მაყურებელი დეტექტივის ახალგაზრდობას იხილავს. სიუჟეტის მიხედვით, ვალანდერმა სულ ახლახან დაამთავრა აკადემია და სასტიკი დანაშაულის მომსწრე გახდა. მას სამსახურში აიყვანენ და ის პირველ მსხვილ საქმეს ეჭიდება.

შოუს 6 ეპიზოდი ექნება. პრემიერა 3 სექტემბერს შედგება.

მთავარ როლებს სერიალში ადამ პოლსონი და რიჩარდ დილეინი ასრულებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system