თავში

ახალგაზრდულ ბანაკში წყალმოვარდნის დროს რვა მოზარდი დაიღუპა

ახალგაზრდულ ბანაკში წყალმოვარდნის დროს რვა მოზარდი დაიღუპა
ახალგაზრდულ ბანაკში წყალმოვარდნის დროს რვა მოზარდი დაიღუპა

ინდონეზიის კუნძულ იავაზე, ძლიერი წყალმოვარდნის დროს, 8 მოზარდი დაიღუპა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც 250 სკოლის მოსწავლე ღამეს მდინარესთან ახლოს მოწყობილ ბანაკში ათევდა. უეცრად მოვარდნილმა წყალმა მათი განთავსების ადგილი დატბორა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Aljazeera ავრცელებს.

„სამაშველო ჯგუფის თანამშრომლებმა რვა ბავშვის ცხედარი აღმოაჩინეს, ხოლო ორს ამ დრომდე ეძებენ“, - განაცხადა იოგიაკარტას ძებნისა და სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელმა.

ეროვნული კატასტროფის შემცირების სააგენტოს (BNPB) სპიკერმა განაცხადა, რომ მოზარდებს სკაუტების ბანაკი ჰქონდათ მოწყობილი და ამინდის გაუარესების შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ.

ადგილობრივი სამხედრო სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, 239 მოზარდის გადარჩენა მოხერხდა, მათგან 10 მოსწავლე დაზიანებების სამკურნალოდ იქნა გადაყვანილი. შემთხვევის ადგილზე სამძებრო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system