თავში

ახალი პროგრამა სმარტფონის მფლობელებს წაქცევისგან დაიცავს

ახალი პროგრამა სმარტფონის მფლობელებს წაქცევისგან დაიცავს
ახალი პროგრამა სმარტფონის მფლობელებს წაქცევისგან დაიცავს

კომპანია Google-მა Android 10-ის ოპერაციულ სისტემას ახალი ფუნქცია დაამატა. პროგრამა სახელწოდებით Digital Wellbeing მომხმარებელს სხვა ფუნქციებთან ერთად წაქცევისგანაც დაიცავს. ამის შესახებ ინფორმაციას TheVerge ავრცელებს.

საქმე ისაა, რომ Digital Wellbeing-ს (ციფრული კეთილდღეობა) ფუნქცია Head up (აწიე თავი) დაემატა, რომელიც სმარტფონის მფლობელს მიუთითებს, რომ გზაში სიარულის დროს თავი აწიოს, იმ შემთხვევაში, თუ ის უკვე დიდი ხანია ეკრანს უყურებს.

აღსანიშნავია, რომ Pixel-ის სმარტფონების მფლობელებმა ამ ფუნქციის ბეტა ვერსიის გატესტვა უკვე შეძლეს.

Digital Wellbeing, Google-მა 2018 წელს წარადგინა, მისი დახმარებით შესაძლებელია მომხმარებელმა გაარკვიოს სხვადასხვა ინფორმაცია, მაგალითად რა დროს ატარებს სოციალურ ქსელში ის. Google-მა პროგრამა Android 10-ის ოპერაციული სისტემისთვის სავალდებულო გახადა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system