თავში

ახალი ტექნოლოგია კორონავირუსს ნერწყვით ნახევარ საათში დაადგენს

ახალი ტექნოლოგია კორონავირუსს ნერწყვით ნახევარ საათში დაადგენს
ახალი ტექნოლოგია  კორონავირუსს ნერწყვით ნახევარ საათში დაადგენს

აშშ-ის ილიონისის მეცნიერებმა პორტატული სისტემა შეიმუშავეს, რომელიც კორონავირუსის ინფექციის არსებობას ნახევარ საათზე ნაკლებ დროში ნერწყვის საშუალებით ადგენს.

ახალი ტექნოლოგიის მთავარი მიგნება ხელოვნური შემზღუდავი ფერმენტების მიღებაა. ამ ფერმენტების საშუალებით ადამიანის გენომში გარკვეული გენების აღმოჩენა არის შესაძლებელი. ამ ფერმენტებში არსებულ დნმ-ს ვირუსის გენის ამოცნობა შეუძლია. ფლუორესცენციის დაფიქსირების შემთხვევაში ადამიანს კორონავირუსი აქვს. ფლუორესცენცია — ფიზიკური პროცესია. ფლუორესცენტული ნივთიერებები შთანთქავენ ულტრაიისფერ გამოსხივებას და ასხივებენ ხილულ სინათლეს.

სიახლე ადამიანებს თავიდან აარიდებს ნაცხის აღების უხერხულ პროცედურებს. მაქსიმალურად ზუსტი პასუხი კი ნახევარ საათზე ნაკლებ დროში დგება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system