თავში

ახალი ვარსკვლავთშორისი ზონდი მზის სისტემას გასცდება - VIDEO

ახალი ვარსკვლავთშორისი ზონდი მზის სისტემას გასცდება
ახალი ვარსკვლავთშორისი ზონდი მზის სისტემას გასცდება  - VIDEO

ამერიკელმა და ევროპელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს ვარსკვლავთშორისი ზონდი, რომლის ამოცანაა, გასცდეს მზის სისტემას და შეაგროვოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება 1000-ჯერ უფრო შორ მანძილზე, ვიდრე მზისა და დედამიწის დაშორებაა. ამის შესახებ ინფორმაციას eurekalert ავრცელებს. 

პროექტი ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის კურატორობით შეიქმნა. ბორტზე რვა ინსტრუმენტი იქნება. ხუთი ინსტრუმენტი შეისწავლის მაგნიტურ ველებს, კოსმოსურ გამოსხივებას, მზის ქარს და პლაზმურ ტალღებს,  ერთი ინსტრუმენტი შეისწავლის ვარსკვლავთაშორის მტვრის ნაწილაკებს. დარჩენილი ორი კი კამერებია: ინფრაწითელი და ოპტიკური.

ზონდის მოწყობილობა შედარებით მარტივია - ამიტომ, სავარაუდოდ, დიდი ხნის განმავლობაში შეძლებს ფრენას (> 50 წელი). ისევე, როგორც მზიდან დაშორებული სხვა კოსმოსური ზონდები, აპარატი იკვებება რადიოიზოტოპებით.

ვარსკვლავთშორისი ზონდის გაშვება მომდევნო 10-12 წლის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. დაახლოებით 2050 წლისთვის ის მიაღწევს ჰელიოსფეროს გარე საზღვარს. შედეგად, ის 149 მილიარდი კმ-ით დაშორდება ჩვენს პლანეტას და შეისწავლის მზის სისტემას და მის ჰელიოსფეროს, ასევე გამოგზავნის პირველ სურათებს ამ მანძილიდან. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ დაადასტურებენ ექსტრაგლაქტიკური გაზის გამოსხივების არსებობას, რომელიც სამყაროს პირველი ვარსკვლავების შუქიდან მოდის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system