თავში

ახალი ზელანდია მაუის დელფინების გადარჩენას ცდილობს

​ახალი ზელანდია მაუის დელფინების გადარჩენას ცდილობს
ახალი ზელანდია მაუის დელფინების გადარჩენას ცდილობს

ახალი ზელანდია დელფინების ყველაზე იშვიათი და გადაშენებადი სახეობის გადასარჩენად ახალ პროექტს იწყებს. პრემიერ ჯასინდა არდენის მთავრობამ შეიმუშავა პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სპეციალისტები მსოფლიოს ველური ბუნების ფონდთან, თევზმჭერ კომპანიებთან დ ტექნოლოგიურ ექსპერტებთან ერთად, ოკეანეში ცხოველებს უპილოტო საფრენი აპარატებით დააკვირდებიან. ბუნების დამცველები ხელოვნურ ინტელექტს მაუის დელფინების ცხოვრებაზე შესასწავლად გამოიყენებენ.

მაუის დელფინი, ანუ იგივე პოპოტო - დელფინისებრთა ოჯახის ძუძუმწოვარა ცხოველია. ის მსოფლიოში დელფინთა შორის ყველაზე იშვიათი და ყველაზე პატარა სუბსახეობაა.

მაუის დელფინი გადაშენების პირასაა.პოპულაცია 5%-ითაა შემცირებული და დღეს დედამიწაზე ამ სახეობის მხოლოდ 50-65 დელფინი იქნება დარჩენილი. ისინი მხოლოდ ახალი ზელანდიის ჩრდილოეთის კუნძულების სამხრეთ სანაპიროზე, დაბალ წლებში ბინადრობენ.
ახალი ზელანდიის ხელისუფლების გაცხადებით, მაუის დელფინების ცხოვრებასა და მათ ქცევაზე დაკვირვება სპეციალისტებს ინფორმაციას მისცემს ცხოველების გადარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნის შესახებ.
დელფინებისა და ვეშაპების ფედერაციამ ცხოველთა ამ სახეობებისთვის პრობლემების შექმნაში ნაწილობრივ მეთევზეები დაასახელა, რომელთა ბადეშიც ეს ძუძუმწოვრები ხვდებიან.

მათი განცხადებით, 100 მეტრზე უფრო ნაკლები სიღრმის წყლებში თევზჭერის აკრძალვა მაუის დელფინების პოპულაციას გადარჩენის საშუალებას მისცემდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system