თავში

აკრძალულ ქალაქში ავტომობილის შესვლის გამო ჩინეთში ვნებათაღელვაა

აკრძალულ ქალაქში ავტომობილის შესვლის გამო ჩინეთში ვნებათაღელვაა
აკრძალულ ქალაქში ავტომობილის შესვლის გამო ჩინეთში ვნებათაღელვაა

ჩინეთში, აკრძალული ქალაქის ადმინისტრაციამ ბოდიში მოიხადა დაცულ ტერიტორიაზე ავტომობილის აღმოჩენის გამო. სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც ჩანს, თუ როგორ პოზირებს ორი ქალი ავტომობილთან ერთად აკრძალული ქალაქის ტერიტორიაზე. 

სწორედ სოციალური ქსელიდან წამოვიდა მასობრივი საპროტესტო ტალღა, რომელსაც მოქალაქეები გამოხატავენ. ისინი ამბობენ, რომ ქვეყანაში არსებული უთანასწორობის გამო, გავლენიან ადამიანებს ყველა წესის უგულვებელყოფა ხელეწიფებათ. 

მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად მიჩნეულ ქალაქში მანქანების გადაადგილება 2013 წელს აიკრძალა. მსგავსი შეზღუდვებია დაწესებული ბუკინგემის სასახლისა და ვერსალის ტერიტორიაზეც. 

როგორ აღმოჩნდნენ კანონდამრღვევი ქალები ავტომობილით აკრძალულ ქალაქში, ამ დრომდე უცნობია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system