თავში

აქტივისტმა მარიხუანა სასამართლოში მოწია

აქტივისტმა მარიხუანა სასამართლოში მოწია
აქტივისტმა მარიხუანა სასამართლოში მოწია

მარიხუანის ლეგალიზაციის მომხრე აქტივისტმა, 20 წლის სპენსერ ალან ბოსტონმა ტენესის სასამართლო დარბაზში აჟიოტაჟი გამოიწვია. მან მოსამართლე ჰეივუდ ბარის წინაშე მარიხუანა ამოიღო და მოწევა დაიწყო.

სასამართლო დარბაზში გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ ბოსტონი ხელს ჟაკეტის ჯიბეში იყოფს, იღებს მარიხუანას და ცეცხლს უკიდებს, შემდეგ კი, თამამად გაბოლებასაც იწყებს.

საქმეში დაცვა სწრაფად ჩაერია და ბოსტონი დააკავეს. მას ორი ახალი ბრალდება წაუყენეს: სასამართლოში არასათანადოდ მოქცევისა და მარიხუანის მოხმარების ფაქტებზე. ის ასევე ვილსონის სასამართლოს ციხეში 10 დღეს გაატარებს.

მოსამართლე მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. სასამართლოში მოწეული ნარკოტიკული ნივთიერება ნივთმტკიცების სახითაა ამოღებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system