თავში

ალ პაჩინოს ყოფილი შეყვარებული მსახიობს ძუნწს უწოდებს

ალ პაჩინოს ყოფილი შეყვარებული მსახიობს ძუნწს უწოდებს
ალ პაჩინოს ყოფილი შეყვარებული მსახიობს ძუნწს უწოდებს

ალ პაჩინოს ყოფილი შეყვარებული მათი დაშორების მიზეზად ასაკს შორის 39 წლიან სხვაობას ასახელებს და ოსკაროსან მსახიობს ძუნწს უწოდებს. 

40 წლის მაითალ დოჰანი და 79 წლის ალ პაჩინო ერთად დაახლოებით 2 წელი იყვნენ. დოჰანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ის ცნობილი მსახიობია, სხვებისგან არ განსხვავდება და ისეთივე მოხუცი კაცია, როგორიც ყველა მსგავსი ასაკის ადამიანი.

"Israeli magazine La’Isha-სთან" ინტერვიუში დოჰანმა თქვა: "მე ამის უარყოფას ვცდილობდი, მაგრამ გულწრფელად რომ გითხრათ, ნამდვილად დავრწმუნდი იმაში, რომ ის მოხუცი მამაკაცია. ჩემი დიდი სიყვარულის მიუხედავად ეს ურთიერთობა ვეღარ გაგრძელდებოდა".

მან ასევე თქვა, რომ ირლანდიელი მსახიობი გულუხვი პარტნიორი არ ყოფილა. 

"როგორ შემიძლია ავხსნა, ყოველივე ეს ზრდილობიანად? ...ის მხოლოდ ყვავილებს მყიდულობდა. ის ძალიან მიყვარს და ვაფასებ. მოხარული ვარ, რომ მასთან ერთად ვიყავი მაშინ, როდესაც ჩემი გვერდით დგომა სჭირდებოდა. მიხარია, რომ ჩვენს შორის ასეთი ურთიერთობა არსებობდა და ვიმედოვნებ, რომ მეგობრებად დავრჩებით" ,- ამბობს მაითალი.

წყვილმა ერთმანეთი ჰოლივუდში გამართულ ერთ-ერთ საღამოზე გაიცნო. 

მიუხედავად იმისა, რომ დოჰანი და ალ პაჩინო საკმაოდ სკანდალურად დაშორდნენ, ის მსახიობს ყოველივე საუკეთესოს უსურვებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system