თავში

ალბანეთში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა - PHOTO

​ალბანეთში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ალბანეთში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა - PHOTO

ალბანეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა. ცხედრები ნაგნრევებიდან ამოიყვანეს.

ალბანეთში, დედაქალაქ ტირანადან ჩრდილო-დასავლეთით, 30 კილომეტრში, 6.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

მიწისქვეშა ბიძგები დედამიწის ზედაპირიდან 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. ძლიერი რყევები ალბანეთის მთელ სანაპიროზე იგრძნობოდა.

ნანგრევებიდან დაშავებულთა გამოყვანას სამხედროები და მაშველები ცდილობენ.

ქვენყის პრეზიდენტმა, ილირ მეტამ დაშავებულები ტირანას ცენტრალურ ჰოსპიტალში მოინახულა და სიტუაციას დრამატული უწოდა.

“აუცილებელია, სასწრაფოს მივიღოთ ინფორმაცია ადგილზე მიმდინარე მოვლენების შესახებ. საჭიროა, შემოწმდეს ყველა დანგრეული შენობა და ადამიანების გადარჩენა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მან მედიკოსებს დაზარალებულების დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

დამანგრეველი მიწისძვრის შედეგებთან საბრძოლველად 1,9 ათასი სამართალდამცავია მობილიზებული. პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს, გარეთ გასვლისგან თავი შეიკავონ და მაშველებსა და მედიკოსებს თავისუფლად გადაადგილების საშუალება მისცენ.

ალბანეთს დახმარება მეზობელმა ჩრდილოეთ მაკედონიამ, მონტერეგრომ, სერბეთმა და კოსოვოს თვითაღიარებულმა რესპუბლიკამ შესთავაზეს.

თურქეთის საგანგებო სიტუაციების და სტიქიური უბედურებების სააგენტომ ალბანეთში მაშველები, ექიმები და ტექნიკა გააგზავნა.

„ალბანეთში მაშველების და ექიმების ბრიგადა, თვითმფრინავი და სამი სატრანსპორტო საშუალება გაიგზავნა“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დახმარების მზადყოფნას ბულგარეთის ხელისუფლებაც აცხადებს.

„ჩვენ დაშავებულებს და მათ ოჯახებს ვუსამძიმრებთ, ჩვენ კვლავინდებურად მზად ვართ მეგობარ ალბანეთს დახმარება გავუწიოთ“, - აღნიშნულია ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, კირიაკოს მიცოტაკი ალბანეთის პრემიერ-მინისტრს ტელეფონით ესაუბრა და ედი რამას მაშველთა ჯგუფის გაგზავნა შესთავაზა.

„მან ასევე გასცა ბრძანება, რომ კატასტროფებთან ბრძოლის ქვედანაყოფის მაშველები სასწრაფოდ გაგზავნონ ალბანეთში, რათა მათ სამძებრო-სამაშველო ოპერაციების წარმოებაში დახმარება გაწიონ“, - ნათქვამია საბერძნეთის პრემიერის პრესსამსახურის განცხადებაში.

დახმარებას ალბანეთს იტალიაც გაუწევს, რომელის მიწისძვრით დაზარალებულ ქვეყანაში სამაშველო სამსახურების ბრიგადებს გზავნის.

"იტალიური გუნდის ამოცანა, სამაშველო-სამძებრო სამუშაოებთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ზარალის შეფასებისას სათანადო მხარდაჭერის უზრუნველყოფა იქნება", - ნათქვამია იტალიის სამოქალაქო თავდაცვის განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system