თავში

ალმათის აეროპორტი მუშაობის განახლებისთვის ტექნიკურად მზადაა

​ალმათის აეროპორტი მუშაობის განახლებისთვის ტექნიკურად მზადაა
ალმათის აეროპორტი მუშაობის განახლებისთვის ტექნიკურად მზადაა

ყაზახეთში არეულობის დროს დაზიანებული, ალმათის საერთაშორისო აეროპორტი ფუნქციონირების აღსადგენად ტექნიკურად მზად არის. ამის შესახებ ახალი მთავრობის პირველ სხდომაზე მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში არსებული 20 აეროპორტიდან 18 ნორმალურად მუშაობს.

"ალმათის აეროპორტი მუშაობის განახლებისთვის ტექნიკურად მზადაა, ახლა კომპეტენტური სპეციალური ორგანოების შესაბამისი გადაწყვეტილებაა საჭირო", - განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, 11 იანვარს ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ყაზახეთის პრეზიდენტმა პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ალიხან სმაილოვი დანიშნა.

5 იანვარს ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.

ყაზახეთში ერთდროულად რამდენიმე ქალაქში აქციები გაიმართა. აქციის მონაწილეები ბუნებრივ აირზე საფასურის ზრდას აპროტესტებდნენ.

აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა.

თოყაევმა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ალიხან სმილოვი დაასახელა. ალმათში და დასავლეთ მანგისთაუს პროვინციაში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საღამოს 11 საათიდან დილის 7 საათამდე "კომენდანტის საათი" დაწესდა. გარდა ამისა აიკრძალა მასობრივი შეკრებები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system