თავში

ალმათიში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები დაიწყო

​ალმათიში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები დაიწყო
ალმათიში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები დაიწყო

ალმათის ცენტრში მომიტინგეებსა და პოლიციელებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს. რამდენიმე პოლიციელი დაატყვევეს და სცემეს. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

რამდენიმე ასეული მომიტინგე პოლიციის თანამშრომლებმა ქალაქის ცენტრის გარეუბანში გააჩერეს.

აქციის მონაწილეები ხელკეტებით არიან შეიარაღებულები. მათ წინააღმდეგ ძალოვნები სპეცსაშუალებებს, მათ შორის ხმოვან ყუმბარებს იყენებენ.

ამასთან, ცნობილი ხდება, რომ დასავლეთ ყაზახეთში, აქთობეში პოლიცია მომიტინგეების დაკავებაზე უარს აცხადებს. პორტალი Orda.kz Telegram-ის არხზე წერს, რომ პოლიციამ მომიტინგეებს სოლიდარობა გამოუცხადა.

საპროტესტო აქციის მონაწილეები მათთან ხელისუფლების წარმომადგენლის მისვლას ითხოვენ.

ამასთან, აქთობეს ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მომიტინგეების მოთხოვნები შეასრულა და თხევადი აირის ფასი 50 ტენგემდე შეამცირა და საპროტესტო აქციებზე დაკავებულები გაათავისუფლა.

ცნობისთვის, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.

ყაზახეთში ერთდროულად რამდენიმე ქალაქში აქციები გაიმართა. აქციის მონაწილეები ბუნებრივ აირზე საფასურის ზრდას აპროტესტებდნენ.

აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა.

თოყაევმა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ალიხან სმილოვი დაასახელა. ალმათში და დასავლეთ მანგისტაუს პროვინციაში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საღამოს 11 საათიდან დილის 7 საათამდე “კომენდანტის საათი” დაწესდა. გარდა ამისა აიკრძალა მასობრივი შეკრებები.

სხვადასხვა მედიასაშუალებების ინფორმაცით, რამდენიმე ქალაქში დაკავებულია ათობით ადამიანი, მათ შორის არიან ჟურნალისტებიც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system