თავში

ალმათიში ყაზახეთის პრეზიდენტის რეზიდენცია იწვის

​ალმათიში ყაზახეთის პრეზიდენტის რეზიდენცია იწვის
ალმათიში ყაზახეთის პრეზიდენტის რეზიდენცია იწვის

ალმათიში ყაზახეთის პრეზიდენტის რეზიდენციის შენობას ცეცხლი უკიდია. Report.ge-ს ცნობით, თვითმხილველები შესაბამის ვიდეოებს სოციალურ ქსელებში აქვეყნებენ.

მანამდე აქციის მონაწილეები რეზიდენციის ტერიტორიაზე შეჭრას ცდილობდნენ.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ალმათიში არეულობის დროს 500-მდე მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 130 ქალი და მოხუცია ნაცემი.

ქალაქში არეულობების დროს 120 ავტომობილი, მათ შორის 33 სასწრაფო და სახანძრო მანქანა დაიწვა.

ცნობისთვის, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.

ყაზახეთში ერთდროულად რამდენიმე ქალაქში აქციები გაიმართა. აქციის მონაწილეები ბუნებრივ აირზე საფასურის ზრდას აპროტესტებდნენ.

აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა.

თოყაევმა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ალიხან სმილოვი დაასახელა. ალმათში და დასავლეთ მანგისტაუს პროვინციაში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საღამოს 11 საათიდან დილის 7 საათამდე “კომენდანტის საათი” დაწესდა. გარდა ამისა აიკრძალა მასობრივი შეკრებები.

სხვადასხვა მედიასაშუალებების ინფორმაცით, რამდენიმე ქალაქში დაკავებულია ათობით ადამიანი, მათ შორის არიან ჟურნალისტებიც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system