თავში

ალმათიში სამხედროებსა და შეიარაღებულ პირებს შორის სროლა დაიწყო

ალმათიში სამხედროებსა და შეიარაღებულ პირებს შორის სროლა დაიწყო
ალმათიში სამხედროებსა და შეიარაღებულ პირებს შორის სროლა დაიწყო

ალმათის მერიის წინ მდებაზე მოედანზე, სამხედროებსა და შეიარაღებულ ადამიანებს შორის ინტენსიური სროლა დაიწყო. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. 

მოედანზე სპექტექნიკის 50 ერთეულია განლაგებული, მათ შორის ჯავშანტრანსპორტიორები, ჯავშანტექნიკა და სამხედრო სატვირთო მანქანები. 

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყაზახეთში მასშტაბური არეულობების შედეგად პოლიციისა და ეროვნული გვარდიის 8 თანამშრომელი დაიღუპა. 

შეტაკებების დროს 300-ზე მეტი სამართალდამცავი დაშავდა.

ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს დახმარებისთვის მიმართა.

ყაზახეთის ხელისუფლებამ მასობრივი არეულობის ფონზე ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. აქამდე საგანგებო მდგომარეობა ალმათში და მანგისთაუში მოქმედებდა.

ცნობისთვის, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.

ყაზახეთში ერთდროულად რამდენიმე ქალაქში აქციები გაიმართა. აქციის მონაწილეები ბუნებრივ აირზე საფასურის ზრდას აპროტესტებდნენ.

აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა.

თოყაევმა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ალიხან სმილოვი დაასახელა. ალმათში და დასავლეთ მანგისტაუს პროვინციაში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საღამოს 11 საათიდან დილის 7 საათამდე “კომენდანტის საათი” დაწესდა. გარდა ამისა აიკრძალა მასობრივი შეკრებები.

სხვადასხვა მედიასაშუალების ინფორმაცით, რამდენიმე ქალაქში დაკავებულია ათობით ადამიანი, მათ შორის არიან ჟურნალისტებიც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system