თავში

ალცჰეიმერის საწყის ეტაპზე დადგენა შესაძლებელია?

​ალცჰეიმერის საწყის ეტაპზე დადგენა შესაძლებელია?
ალცჰეიმერის საწყის ეტაპზე დადგენა შესაძლებელია?

ჩილელმა მეცნიერებმა სისხლის ანალიზით ალცჰეიმერის დაავადება საწყის ეტაპზე გამოვლენის მეთოდს მიაგნეს. წამყვანი სპეციალისტის, როკარდო მაკჩონის თქმით, დაავადებას ტვინში ბიოქიმიური პროცესების ცვლილება იწვევეს. ჩილელი მეცნიერების ტესტი სისხლში ეგრეთ წოდებული ტაუ-ცილის გამოთვლებს ეყრდნობა.

მეცნიერების თქმით, ტესტი უნიკალურია და ის დაავადების საწყის ეტაპზე, მის აშკარა გამოვლენამდე რამდენიმე წლით ადრე დადგენის საშუალებას იძლევა. ეს კი პაციენტებს მკურნალობის დროულად დაწყების საშუალებას მისცემს.

მაკჩონიმ იმედი გამოთქვა, რომ ტესტირების დანერგვა საავადმყოფოებში უკვე მომდევნო წლიდან მოხდება.

აღმოჩენა ჩილელი მეცნიერებისა და ბიომედიცინის საერთაშორისო ცენტრის თანამშრომლობის შედეგად გახდა შესაძლებელი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system