თავში

ამაღამ წლის ყველაზე დიდი სუპერმთვარეობაა

ამაღამ წლის ყველაზე დიდი სუპერმთვარეობაა
ამაღამ წლის ყველაზე დიდი სუპერმთვარეობაა

დღეს ღამით წლის უდიდეს სუპერმთვარეს ვიხილავთ. ეს არის მოვლენა, როდესაც სავსემთვარეობა ემთხვევა მთვარის უახლოეს მდებარეობას დედამიწასთან, რის გამოც ის ზომაში ბევრად უფრო დიდი ჩანს. სუპერმთვარის ხილვა საქართველოს დროით 06:35 საათისთვის იქნება შესაძლებელი, რა დროსაც ჩვენს პლანეტასა და მის ბუნებრივ თანამგზავრს შორის მანძილი 357 034.6 კილომენტრამდე შემცირდება.

სუპერმთვარეს, რომელსაც დღეს ვიხილავთ "ვარდისფერ მთვარესაც" უწოდებენ. მისი სახელი, რა თქმა უნდა, იმას არ გულისხმობს, რომ მთვარე ფერს შეიცვლის, არამედ მას ეს სახელი გაზაფხულის სეზონის საპატივცემულოდ დაერქვა.

მისი დანახვა, კარგი ამინდისა შემთხვევაში, დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან იქნება შესაძლებელი. მით უმეტეს ახლა, როდესაც ყველა თვითიზოლაციაში იმყოფება, კოსმოსის დათვალიერება და ციური მნათობის ცქერა განსაკუთრებულად მომაჯადოებელი იქნება. ვარდისფერი მთვარე ცას რამდენიმე საათის განმავლობაში გაანათებს.

 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system