თავში

ამაზონის ჯუნგლებში ბაყაყების ახალი სახეობა აღმოაჩინეს

ამაზონის ჯუნგლებში ბაყაყების ახალი სახეობა აღმოაჩინეს
ამაზონის ჯუნგლებში ბაყაყების ახალი სახეობა აღმოაჩინეს

პერუელმა მკვლევარებმა მარსიპიური ბაყაყის ახალი სახეობა აღმოაჩინეს, რომელიც ამაზონის ჯუნგლებში, პერუს ჩრდილოეთით, მთებში ბინადრობს. ამის შესახებ ინფორმაცია სამეცნიერო ვებგვერდ Phys.org-ზე ვრცელდება.

პერუს გარემოს დაცვის სახელმწიფო წარმომადგენლების განცხადებით, ახალი სახეობა Gastrotheca-ს გვარს მიეკუთვნება, რომელთაც სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში ვხვდებით.

”ახალ აღმოჩენილ სახეობას უკანა მხარეს აქვს სქელი, ხორკლიანი კანი. ბაყაყის უკანა მხარე მწვანეა და ლაქების გარეშე. ამასთან, მას აქვს თვალის ფირუზისფერი ირისი და მუცელზე, ასევე არ აღენიშნება ლაქები და წერტილები“, - ნათქვამია კვლევის ანგარიშში.

აღსანიშნავია, რომ მეცნიერები ტერიტორიის შესწავლის გაგრძელებას აპირებენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system