თავში

ამერიკა-კანადის საზღვარი 20 მაისამდე ჩაიკეტა

ამერიკა-კანადის საზღვარი 20 მაისამდე ჩაიკეტა
ამერიკა-კანადის საზღვარი 20 მაისამდე ჩაიკეტა

კანადა და შეერთებული შტატები შეთანხმდნენ, რომ COVID-19-ის პანდემიის გამო, ამერიკა-კანადის საზღვრის გადაკვეთაზე დაწესებული შეზღუდვები  20 მაისამდე გაგრძელდება. ამის შესახებ  კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრეიდომ განაცხადა.

”ვადასტურებ, კანადა და შეერთებული შტატები შეთანხმდნენ, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული საზღვარი დამატებით 30 დღით ჩაიკეტება”, - განაცხადა ტრეიდომ. 

მანამდე, ტრიუდომ განაცხადა, რომ კანადური მხარე საზღვრის გახსნას უახლოეს მომავალში შესაძლოდ არ მიიჩნევს. თუმცა, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ორი ქვეყნის საზღვარზე არსებული შეზღუდვები შეისაძლოა მალე მოხსნას.

ამერიკა-კანადის საზღვარი 21 მარტს დაიხურა. კანადასა და აშშ–ს მსოფლიოში ყველაზე გრძელი არმილიტირებული საზღვარი აქვთ, მისი სიგრძე თითქმის 9 ათასი კილომეტრია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system