თავში

ამერიკელი სამხედროები სირიის 6 ბაზაზე დაბრუნდნენ

​ამერიკელი სამხედროები სირიის 6 ბაზაზე დაბრუნდნენ
ამერიკელი სამხედროები სირიის 6 ბაზაზე დაბრუნდნენ

ამერიკელი სამხედროები, რომელთაც თურქეთის სამხედრო ოპერაციის, „მშვიდობის წყაროს“ დაწყებამდე, სირიის 16 ბაზა და ბლოკპოსტი დატოვეს, 6 ბაზაზე ისევ უკან ბრუნდებიან. აშშ-ის სამხედროები სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, თურქეთისა და ერაყის საზღვართან, ნავთობსაბადოებთან რაიონში განლაგდნენ. ამის შესახებ Anadolu წერს.

ამერიკელები ამ დროისთვის სირიაში 11 ბაზასა და ბლოკპოსტზე არიან დისლოცირებულნი. 5 მათგანი ხასეკში, 4 დეირ-ეზ-ზორეში, 2 კი - რაქეშია განლაგებული. დეირ-ეზ ზორის პროვინციაში ამერიკული მხარე კიდევ 2 ბლოკპოსტს აშენებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system