თავში

ამერიკელი თინეიჯერი ორი ადამიანის მკვლელობის საქმეზე გაამართლეს

​ამერიკელი თინეიჯერი ორი ადამიანის მკვლელობის საქმეზე გაამართლეს
ამერიკელი თინეიჯერი ორი ადამიანის მკვლელობის საქმეზე გაამართლეს

ვისკონსის შტატის სასამართლომ კაილი რიტენჰაუსი ორი ადამიანის მკვლელოობის საქმეზე გაამართლა. საქმე ქალაქ კენოშაში გასულ ზაფხულს მომხდარ ინციდენტს ეხება, რა დროსაც საპროტესტო აქციაზე მომხდარი არეულობის დროს 18 წლის მამაკაცმა სამი პირის მიმართ ისროლა, შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. 

დაღუპულთა მშობლები აცხადებენ, რომ სასამართლოს გადაწყევტილებას არ ეთანხმებიან და ბრაზობენ. 

"დღევანდელი ვერდიქტი ნიშნავს, რომ ქვეყანაში არ არსებობს ადამიანი, რომელიც ჩვენი შვილის მკვლელობისთვის პასუხს აგებს", - აცხადებენ ისინი. 

"მიუღებელია შეიარაღებული მოქალაქეების გადაადგელება ქალაქში. ეს ძალადობის გაღვივებას უწყობს ხელს და საფრთხეში გვაყენებს. არ არსებობს დადასტურებული მტკიცებულება იმისა, რომ ბატონი რიტენჰაუსი აუცილებელი მოგერიების მიზნით მოქმედებდა. ის კენოშაში შეიარაღებული ჩამოვიდა და მაშინ, როდესაც პოლიციამ ძალა გამოიყენა, ისროლა. შემთხვევის შედეგად ჩვენი შვილი დაიღუპა", - ნათქვამია განცხადებაში. 

საქმეს პრეზიდენტი ბაიდენი გამოეხმაურა და თქვა, რომ კენოშაში მიღებული გადაწყვეტილება ბევრი ამერიკელის გაღიზიანების მიზეზი გახდა, თუმცა ის, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი ყველაფერს გააკეთებს, რათა თითოეული ამერიკელი თანაბარ პირობებში წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system