თავში

ამერიკელმა მამაკაცმა წელიწადსა და სამ თვეში 165 კილოგრამი დაიკლო - VIDEO

ამერიკელმა მამაკაცმა წელიწადსა და სამ თვეში 165 კილოგრამი დაიკლო
ამერიკელმა მამაკაცმა წელიწადსა და სამ თვეში 165 კილოგრამი დაიკლო - VIDEO

აშშ-ში ოჰაიოს შტატის მკვიდრმა 23 წლის ზაქარ მუნსმა, რომელიც 317 კილოგრამს იწონიდა, საკუთარი ცხოვრება მთლიანად შეცვალა და დიდი მონდომებითა და ნებისყოფით მან წელიწადსა და სამ თვეში 165 კილოგრამი დაიკლო.

ზაქარი ბავშვობიდან ჭარბი წონით იტანჯებოდა და მეცხრე კლასის შემდეგ მის ცხოვრებაში ყველაფერი გაუარესდა. ახალგაზრდა კაცს სწრაფი კვების ობიექტებმა დეპრესია და კომპლექსები უსაჩუქრა.

მისი თქმით, საუზმეზე, სადილსა და ვახშამზე ჩიფსების, ჰამბურგერებისა და პიცის ჩათვლით დღეში 8 ათას კალორიას იღებდა, რის შემდეგადაც მან სიარულის უნარიც დაკარგა და ინვალიდის ეტლში ჩაჯდა. ერთი წლის წინ ექიმმა მას უთხრა, რომ თუ ახლა შესაბამის ზომებს არ მიიღებდა, ის ჭარბი წონისგან მალე მოკვდებოდა. მამაკაცი ამ სიტყვებმა დააფიქრა და დიეტა დაეწყო.

თავდაპირველად მან გადაწყვიტა, საერთოდ არ ეჭამა და მხოლოდ სითხე მიეღო, თუმცა ის მუდმივად შიმშილის გრძნობას განიცდიდა. მან კულინარია შეიყვარა და საკუთარი თავი დიეტური კერძების მომზადებით გაანებივრა. ის ასევე სპორტით დაკავდა.

"ჩემი დღევანდელი დიეტა მხოლოდ კალორიებს ზღუდავს და მას არ ვცვლი. დღეში ორი ათას კალორიას ვჭამ და სულ მცირე 140 გრამ ცილას. საუზმეზე ყოველ დილით ვსვამ ხილის სმუზს ისპანახით და ცილის შემცველობით", - თქვა ახალგაზრდა კაცმა.

ახლა, როდესაც მან საკუთარი კვებისა და ვარჯიშის მეთოდის წყალობით, ნახევარზე მეტი დაიკლო, ზაქარი ოცნებობს, რომ 95 კილოგრამს იწონიდეს. გარდა ამისა, ის ზედმეტი კანის მოსაშორებლად ოპერაციის გაკეთებას გეგმავს.

"ჩემი ცხოვრება ყველანაირად შეიცვალა. მეტი შესაძლებლობები, მეტი სიხარული, ცხოვრება გამიადვილდა", - დასძინა მან.

მან ასევე აღნიშნა, რომ მისი წონის დაკლების მთავარი საიდუმლო ოჯახის და მეგობრების მხარდაჭერაა.

"ჩემი მეგობრები და ოჯახი შოკირებულია, ზოგი ვერც კი მცნობს. ისინი ძალიან ამაყობენ ჩემით. სინამდვილეში, საკუთარ თავს სარკეში რომ ვუყურებ, მგონია, რომ სხვა ადამიანია, მაგრამ მე ამით ძალიან ვამაყობ", - განაცხადა ზაქარიმ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system