თავში

ამერიკის კინოთეატრებში შემოსავლის მკვეთრი ვარდნა ფიქსირდება

ამერიკის კინოთეატრებში შემოსავლის მკვეთრი ვარდნა ფიქსირდება
ამერიკის კინოთეატრებში შემოსავლის მკვეთრი ვარდნა ფიქსირდება

ამერიკელი ანალიტიკოსების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის ფონზე ზოგიერთი კინოთეატრები გაიხსნა, შიდა ყოველწლიური შემოსავალი კიდევ უფრო დაბალი იქნება.

ანალიტიკოსის, ერიკ ვოლდის თქმით, 2022 წლამდე მაყურებელთა საკმარისი რაოდენობა კინოთეატრებში არ დაბრუნდება.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ 2020 წელს შიდა სალაროების წლიური შემოსავლის 70%-იანი ვარდნა გვქონდა, ეს მაჩვენებელი 80%-მდე გაიზრდება", - განაცხადა ვოლდმა.

მან ასევე 2022 წლის პროგნოზი გააკეთა.

”თუმცა, ჩვენ მაინც ვარაუდობთ, რომ 2022 წელს შიდა ფილმებზე დამსწრეთა რაოდენობა 2019 წლის მაჩვენებელს გაუთანაბრდება და შემოსავლის შემცირება 10%-ზე ნაკლები იქნება", - დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ ჰოლივუდის მსხვილბიუჯეტიანი კინოპროექტების გამოშვება ზოგიერთმა ამერიკულმა კინოთეატრმა მდგომარეობის გაუმჯობესებამდე შეაჩერა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system