თავში

ამერიკული მედია: უკრაინულ თვითმფრინავს თეირანის ნასროლი რაკეტა მოხვდა

ამერიკული მედია: უკრაინულ თვითმფრინავს თეირანის ნასროლი რაკეტა მოხვდა
ამერიკული მედია: უკრაინულ თვითმფრინავს თეირანის ნასროლი რაკეტა მოხვდა

უცხოური მედია უკრაინული თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზებზე წერს. ამერიკული მედიის ცნობით თეირანში ჩამოვარდნილ უკრაინულ თვითმფრინავს ირანის ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის მიერ ნასროლი რუსული რაკეტა შეცდომით მოხვდა.

„სიბიესის“ ინფორმაციით, აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ თვითმფრინავს რაკეტა მოხვდა. მანამდე, უკრაინის ხელისუფლებამ თვითმფრინავის კატასტროფის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად რუსული საზენტიო-სარაკეტო კომპექსის, „ტორის“ რაკეტა დაასახელა.

„სიბიესი“ აშშ-ის დაზვერვაზე დაყრდნობით წერს, რომ სატელიტმა ორი რაკეტის გაშვების ინფრაწითელი შუქი დააფიქსირა, რის შემდეგაც რადარზე კიდევ ერთი აფეთქების გამოსახულება გამოჩნდა.

თეირანში 8 იანვარს მომხდარ ავიაკატასტროფას 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი ემსხვერპლა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system