თავში

Amnesty International ინდოეთში მუშაობას წყვეტს

​Amnesty International ინდოეთში მუშაობას წყვეტს
Amnesty International ინდოეთში მუშაობას წყვეტს

ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის გამო Amnesty International ინდოეთში მუშაობას წყვეტს. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, ამის მიზეზი ქვეყანაში ორგანიზაციის ანგარიშების გაყინვა და ეგრეთ წოდებული "კუდიანებზე ნადირობა" გახდა.

ინდოეთის ხელისუფლებამ ორგანიზაციას ფულის გათეთრებაში დასდო ბრალი. ხელისუფლების განცხადებით, Amnesty International არაკანონიერი ფინანსური ოპერაციებისთვის იმ ანგარიშებს იყენებდა, რომლითაც მოსახლეობისგან შემოწირულობებს იღებდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ მათ არც ინდოეთის და არც საერთაშორისო კანონი არ დაურღვევიათ. მათი თქმით, ხელისუფლება სამართლებრივი ბაზით მანიპულირებს და ორგანიზაციას ცილს სწამებს.

ჯამუსა და ქაშმირის რაიონში ადამიანის უფლებების დარღვევისა და ისლამოფობიის ზრდის, ასევე ქვეყანაში სიკვდილით დასჯის არსებობის გამო, Amnesty International ინდოეთის ხელისუფლებას აქტიურად აკრიტიკებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system