თავში

ამსტერდამში, COVID-პროტესტი პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა

​ამსტერდამში, COVID-პროტესტი პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა
ამსტერდამში, COVID-პროტესტი პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა
© Getty Images

კვირას ამსტერდამში დაახლოებით 10 ათასმა ადამიანმა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას DW ავრცელებს.

მუზეუმის მოედანზე შეკრებილებს პოლიცია დაშლისკენ მოუწოდებდა. აქციის დაუმორჩილებლობის შემდეგ კი ვითარება შეტაკებებში გადაიზარდა.

არეულობების შედეგად 4 სამართალდამცავი დაშავდა.

30-მდე დემონსტრანტი დაკავებულია.

კორონავირუსის უაღრესად გადამდები შტამის, "ომიკრონის" სწრაფი გავრცელების გამო, 19 დეკემბერს ნიდერლანდებში მკაცრი "ლოქდაუნი" შემოიღეს, რომელიც, სავარაუდოდ იანვრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. პროტესტი სწორედ ამან გამოიწვია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system