თავში

ანგელა მერკელი: გერმანიაში კარანტინი 19 აპრილამდე გაგრძელდება

ანგელა მერკელი: გერმანიაში კარანტინი 19 აპრილამდე გაგრძელდება
ანგელა მერკელი: გერმანიაში კარანტინი 19 აპრილამდე გაგრძელდება

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა დღეს განაცხადა, რომ ფედერალური მთავრობა და გერმანიის თექვსმეტი შტატი შეთანხმდნენ, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად მიღებული, სოციალური დისტანციის ზომების გახანგრძლივება 19 აპრილამდე იგეგმება. 

"ჩვენ განვიხილეთ სიტუაცია და გადავწყვიტეთ, რომ ქვეყანაში კარანტინი 19 აპრილამდე გაგრძელდეს", - განაცხადა ონლაინ ჩართვაში  ანგელა მერკელმა, რომელიც საკუთარ სახლში, კარანტინში იმყოფება. 

ეს თარიღი სააღდგომო არდადეგების შემდეგაა. მერკელმა განაცხადა, რომ პანდემია არ ცნობს დღესასწაულებს. მისი თქმით, ადამიანებმა უნდა გააგრძელონ უსაფრთხოების ზომების დაცვა და არც ერთი დღესასწაული მოდუნების საშუალება არ უნდა გახდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system