თავში

ანკარა: ისქენდერუნში ტერაქტისთვის ტერორისტები სირიიდან ჩავიდნენ

​ანკარა: ისქენდერუნში ტერაქტისთვის ტერორისტები სირიიდან ჩავიდნენ
ანკარა: ისქენდერუნში ტერაქტისთვის ტერორისტები სირიიდან ჩავიდნენ

თურქეთში, ისქენდერუნში გუშინ მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებელი "ქურთისტანის მშრომელთა პარტიაა". ამის შესახებ განცხადება გუბერნატორმა ჰატაი რაჰმი დოგანმა გააკეთა. გუბერნატორის თქმით ტერორისტული ორგანიზაციის წევრები ტერაქტის მოსაწყობად თურქეთში სირიიდან რამდენიმე დღით ადრე ჩავიდნენ.

"დაზვერვის ინფორმაციით, ოთხკაციანი ჯგუფი ორი სხვა და სხვა რეისით ჩამოფრინდა. ისინი მოტორიანი პარაპლანით მანბიჯიდან გამოფრინდნენ და ნურის მთებში დაეშვნენ. ისინი ჩვენი ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა აღმოაჩინეს. 19 ოქტომბერს ერთი ტერორისტი ნეიტრალიზებული იქნა და ერთი დავიჭირეთ. ისქენდერუნში ჩვენმა სპეცსამსახურებმა ორი დარჩენილი ტერორისტის ლიკვიდაცია მოახდინა",- განაცხადა დოგანმა.

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, ტერორისტების ნეიტრალიზების მიზნით ჩატარებული სპეცოპერაციისას ადგილობრივთაგან არავინ დაღუპულა. დაშავდა ერთი პოლიციელი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აფეთქება ისქენდერუნში გუშინ საღამოს მას შემდეგ მოხდა, რაც სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მანქანა და მასში მჯდომი ორი ტერორისტი აღმოაჩინეს. დაკავების სპეცოპერაციისას ერთ-ერთმა ტერორისტმა თავი აიფეთქა.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system