თავში

ანტარქტიდაზე კოღოები გამოჩნდნენ

ანტარქტიდაზე კოღოები გამოჩნდნენ
ანტარქტიდაზე კოღოები გამოჩნდნენ

ანტარქტიდაზე, მეფე ჯორჯის კუნძულზე მდებარე სადგურზე კოღოები აღმოაჩინეს. ამის შესახებ ესპანური გამოცემა იუწყება. 

გამოცემის ცნობით, მეფე ჯორჯის კუნძულზე, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან შვიდი სადგურია განლაგებული, კოღოები შეამჩნიეს. მეცნიერები ამ ფაქტს ადამიანების ფაქტორს უკავშირებენ, ვინაიდან ამ ტერიტორიაზე მრავალი ტურისტი იყრის თავს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ დრომდე ანტარქტიდა ერთადერთი ტერიტორია იყო, სადაც კოღოები არ ბინადრობდნენ. 

"ანტარქტიდაში ასეთი პრობლემა ადრე არ არსებობდა. მეცნიერთათვის ეს უჩვეულო სამეცნიერო მოვლენაა და მუშაობას მოითხოვს", - განაცხადა ექსპედიციის ხელმძღვანელმა.

გამოცემის ცნობით, ანტარქტიდის ეროვნული პროგრამების მმართველთა საბჭოს ინიციატივით კოღოებისათვის სპეციალური ხაფანგები შეიქმნა და კუნძულზე მდებარე ყველა სადგურზე კვლევები დაიწყო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system