თავში

ანტივაქსერებმა ორი ბრიტანული ტელეარხის შტაბ-ბინები დაბლოკეს

ანტივაქსერებმა ორი ბრიტანული ტელეარხის შტაბ-ბინები დაბლოკეს
ანტივაქსერებმა ორი ბრიტანული ტელეარხის შტაბ-ბინები დაბლოკეს

ლონდონში ვაქცინაციის 100-მდე მოწინააღმდეგეს თითქმის ორი საათის განმავლობაში ორი ბრიტანული ტელეარხების ITV News და Channel 4 News შტაბ-ბინების შესასვლელი გადაკეტილი ჰქონდა. ინფორმაციას ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით The Epoch Times ავრცელებს.

აქციის მონაწილეები ყვიროდნენ, რომ მედია კოროვირუსის პანდემიისა და COVID-19 ვაქცინების შესახებ ბრიტანელების დეზინფორმირებას ეწევა.

ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ დემონსტრანტებს შენობაში შესვლის უფლება არ მისცა.

გარდა ამისა ანტივაქსერების აქცია Google-ს ლონდონში მდებარე ოფისთანაც გაიმართა. დაკავებების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system