თავში

ანტივაქსერი ასაცრელად სილიკონის ხელით მივიდა

ანტივაქსერი ასაცრელად სილიკონის ხელით მივიდა
ანტივაქსერი ასაცრელად სილიკონის ხელით მივიდა

იტალიაში ანტივაქსერი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გასაკეთებლად სილიკონის ხელით მივიდა. ამის შესახებ გამოცემა Futurism წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 50 წლის იტალიელ მამაკაცს ვაქცინის გაკეთება არ სურდა, თუმცა ქვეყანაში არსებული კოვიდ რეგულაციები იძულებულს ხდიდა ვაქცინაციის სერტიფიკატი აეღო. ამისათვის მან "გონივრული" გზა აირჩია - ვაქცინის გასაკეთებლად იგი სილიკონის ხელით მივიდა. 

თუმცა, მისი ჩანაფიქრი ვერ განხორციელდა. ამცრელმა ექთანმა შენიშნა, რომ პაციენტის მკლავის ის მონაკვეთი, რომელშიც ნემსი უნდა გაეკეთებინა მამაკაცის სახისა და სხეულის კანის ფერს არ ემთხვეოდა.

ანტივაქსერს თაღლითობაში ედება ბრალი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system