თავში

ანტონიო გუტიერეში: 75 წელია გაერო კაცობრიობას მესამე მსოფლიო ომისგან იცავს

​ანტონიო გუტიერეში: 75 წელია გაერო კაცობრიობას მესამე მსოფლიო
ანტონიო გუტიერეში: 75 წელია გაერო კაცობრიობას მესამე მსოფლიო ომისგან იცავს

მესამე მსოფლიო ომის პრევენცია გაერო-ს მთავარი მიღწევაა, - ამის შესახებ ორგანიზაციის დაარსებიდან 75-ე წლისთავის მიძღვნილ ღონისძიებაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ანტონიო გუტიერეშმა განაცხადა.

მისი თქმით, კაცობრიობას ორი მსოფლიო ომი და ჰოლოკოსტის საშინელებები დასჭირდა იმისთვის, რომ მსოფლიო სახელმწიფოების ლიდერები თანამშრომლობაზე შეთანხმებულიყვნენ.

"ამ თანამშრომლობამ შედეგი გამოიღო. შესაძლებელი გახდა მესამე მსოფლიო ომის არიდება, რომლისაც ბევრს ასე ეშინოდა", - განაცხადა გუტიერეშმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ თანამედროვე ისტორიაში გაერო-ს შექმნის შემდეგ მსხვილ სახელმწიფოებს შორის ომი არ მომხდარა. გუტიერეშმა მსოფლიო საზოგადოებას ამ მიღწევით სიამაყისკენ და მშვიდობის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

"ბევრი პრობლემა ჯერ კიდევ მოუგვარენელია, მათ შორის გენდერული უთანასწორობა, კლიმატის ცვლილება, სიღარიბის მატება, ბირთვული იარაღის გავრცელება და გეოპოლიტიკური დაძაბულობა", - განაცხადა გაერო-ს ხელმძღვანელმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system