თავში

"არასასურველმა ძაღლებმა" ჩემი სიცოცხლე გადაარჩინეს - ძაღლებმა პატრონი თავდამსხმელებისგან იხსნეს

ძაღლებმა" ჩემი სიცოცხლე გადაარჩინეს - ძაღლებმა პატრონი იხსნეს
არასასურველმა ძაღლებმა ჩემი სიცოცხლე გადაარჩინეს - ძაღლებმა პატრონი თავდამსხმელებისგან იხსნეს

ამერიკელი რიჩი ვებერის სიცოცხლე მისმა ორმა პიტბულმა იხსნა. მამაკაცი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც თავად გვიყვება, როგორ იხსნეს შინაურმა ცხოველებმა თავდამსხმელებისაგან. 

მამაკაცი სახლში იმყოფებოდა, როდესაც მის სახლში 4 ახალგაზრდა მამაკაცი შეიჭრა. მძარცველები ვებერს ფიზიკურად გაუსწორდნენ და მანქანის გატაცების მიზნით გასაღები მოსთხოვეს. მამაკაცმა მძარცველებს უთხრა, რომ გასაღები სახლში ჰქონდა. როდესაც მძარცველები სახლში შევიდნენ ორი პიტბული დახვდათ. 

"ამას ნამდვილად არ ელოდებოდნენ. ისინი ყველაზე ერთგული და ყველაზე კეთილი ძაღლები არიან, თუმცა საკუთარ პატრონს და სახლს ყოველთვის დაიცავენ.  ჩემი ძაღლები წინ დამიდგნენ, დამიცვეს და გადამარჩინეს. "არასასურველი ძაღლებმა", როგორც მათ საზოგადოება უწოდებს, ჩემი სიცოცხლე გადაარჩინეს. თავშესაფრიდან ძაღლის აყვანის დროს ეს გაითვალისწინეთ და არჩევანი მათზე გააკეთეთ, ერთ დღეს მათ შესაძლოა თქვენი სიცოცხლე იხსნან", - წერს ვებერი სოციალურ ქსელში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system