თავში

"არჩევნებში მე გავიმარჯვე" - ტრამპი დამარცხებას არ აღიარებს

"არჩევნებში მე გავიმარჯვე" - ტრამპი დამარცხებას არ აღიარებს
არჩევნებში მე გავიმარჯვე - ტრამპი დამარცხებას არ აღიარებს

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებას არ აღიარებს.

ტრამპმა დღეს კიდევ ერთი ტვიტი დადო, სადაც აცხადებს, რომ არჩევნებში მან გაიმარჯვა.

"არჩევნები მე მოვიგე!",- წერს ტრამპი. ამ ტვიტის ქვეშ სოციალურმა ქსელმა ძახილის ნიშანი დასვა და მონიშნა, როგოც ოფიციალურ წყაროებთან შეუსაბამო.

მანამდე დონალდ ტრამპი აცხადებდა, რომ მისმა მოწინააღმდეგე ჯო ბაიდენმა გაყალბებით გაიმარჯვა. მოგვიანებით მან თქვა, რომ არ აღიარებს მარცხს, რადგან ბაიდენმა მხოლოდ "მატყუარა მედიასაშუალებების" თვალში გაიმარჯვა.

აშშ-ის საპრეზიდენო არჩევნები 2020 წლის 3 ნოემბერს გაიმართა. წამყვანი ამერიკული მედიასაშუალების ინფორმაციით, დაძაბული ორთაბრძოლა დემოკრატმა ჯო ბაიდენმა მოიგო. ხმის დათვლის პროცესი ქვეყანაში ჯერ არ დასრულებულა და შესაბამისად, ოფიციალური შედეგები ამ დრომდე არ გამოცხადებულა, თუმცა, ბოლო მონაცემებით ბაიდენს ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 306 ხმა აქვს, დონალდ ტრამპს კი 232. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის საარჩევნო კოლეგიის 270 ხმაა საჭირო.

მიუხედევად არსებული შედეგებისა, დონალდ ტრამპი დანებებს არ აპირებს და საკუთარი გამარჯვების დაცვას სასამართლოს გზით აპირებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system