თავში

არგენტინაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ანტირეკორდი დაფიქსირდა

არგენტინაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ანტირეკორდი დაფიქსირდა
არგენტინაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ანტირეკორდი დაფიქსირდა

არგენტინაში, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანთა რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ამის შესახებ, არგენტინის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა განაცხადა.  ინფორმაციას Buenos Aires Times ავრცელებს.

არგენტინის ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, გასული დღის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 368 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ამ დაავადებით გამოწვეული გართულებების შედეგად, არგენტინაში სულ 58 542 ადამიანი დაიღუპა.

ამასთან, 14 აპრილს არგენტინაში ახალი შემთხვევების ანტირეკორდიც დაფიქსირდა. დღის განმავლობაში 25 157 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მთლიანობაში, პანდემიის დაწყების დღიდან, ქვეყანაში რეგისტრირებულია 2,604,157 კოვიდინფიცირებული.

ცნობისთვის, აპრილის დასაწყისში არგენტინის ხელისუფლებამ საკარანტინო ზომები გაამკაცრა და გამოაცხადა კომენდანტის საათი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system