თავში

არგენტინაში მკაცრი "ლოქდაუნი" გამოცხადდა

​არგენტინაში მკაცრი "ლოქდაუნი" გამოცხადდა
არგენტინაში მკაცრი ლოქდაუნი გამოცხადდა

არგენტინის ხელისუფლება მაისის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით მკაცრ "ლოქდაუნს" აცხადებს. მიზეზი კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გაუარესებაა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.

"ეს ზომა 9 დღის განმავლობაში გაგრძელდება და ჯამში სულ სამ სამუშაო დღეს მოიცავს", - განაცხადა არგენტინის პრეზიდენტმა, ალბერტო ფერნანდესმა.

მისი თქმით, 22-დან 31 მაისამდე გაუქმდება ყველა საგანმანათლებლო, სოციალური, რელიგიური და სპორტული ღონისძიება, რომელიც ადამიანთა დასწრებას ითვალისწინებს, სავაჭრო დაწესებულებების უმეტესობის მუშაობა შეიზღუდება.

არგენტინაში 18:00-დან 06:00-მდე "კომენდანტის საათი" იმოქმედებს.

ფერნანდესი იმედოვნებს, რომ ეს ზომები ქვეყანაში COVID-19-ის გავრცელებას შეამცირებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system